საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამავე სოფლის მკვიდრი უკანონოდ დააკავეს.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხური ავრცელებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი, ასევე შემთხვევის შესახებ ეცნობათ საერთაშორისო პარტნიორებს.
“უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას.
არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართლებით.” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.