LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო… ცხოვრების საუკეთესო მოგზაურობა: საუდის არაბეთში ჩვენზე წერენ

168

საუდის არაბეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჟურნალ Alam Al-Rajul-ის თებერვლის ნომერში, გამოქვეყნდა ვრცელი სტატია საქართველოს შესახებ -„საქართველო… ცხოვრების საუკეთესო მოგზაურობა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტატიის ავტორი ხაზგასმით საუბრობს ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობაზე, კულტურასა და მდიდარ ისტორიაზე, სამზარეულოს მრავალფეროვნებასა და მასთან დაკავშირებულ ადათ-წესებსა და ტრადიციებზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ტერიტორიის სიმცირისა, საქართველო გამოირჩევა ზომიერი კლიმატითა და მდიდარი ბუნებით – მთებით, ნაკრძალებით, მინერალური და სამკურნალო წყლებით. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისათვის.

ამასთან, სტატიის ავტორი აქვეყნებს სხვადასხვა კურორტების, სასტუმროებისა და რესტორნების ჩამონათვალს.

ცნობისთვის, აღნიშნული სტატია საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანამონაწილეობით დაიბეჭდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g