ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, რათა კომპანია “გილიადისგან” კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი სხვა ქვეყნებზე ადრე მივიღოთ. ამასთან, როგორც თენგიზ ცერცვაძემ “ქრონიკასთან” საუბარში აღნიშნა, პირდაპირი ანტივირუსული ეფექტის მქონე მედიკამენტი, რომელიც სარწმუნოდ განკურნავს კორონავირუსს, ჯერ არ არსებობს.
ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ „რემდისივირს“ გამოიყენებენ
"ეს პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს" - ამირან გამყრელიძე.
ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ „რემდისივირს“ გამოიყენებენ
"ეს პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს" - ამირან გამყრელიძე.
„მედიკამენტები არის დაახლოებით 6-7. ერთის გარდა ჩვენ ყველა გვაქვს და ვიყენებთ. ის ერთი ჯერ მსოფლიოში არავის აქვს, ვინაიდან ის კომპანია „გილიადის“ მიერ არის მხოლოდ ებოლას სამკურნალოდ შექმნილი და ვერ იმუშავა.
ახლა ამერიკის წამყვანი ინსტიტუტები სწავლობენ მის ეფექტურობას და ამბობენ, რომ ისიც არ არის 100-%-იანი განკურნების გარანტი, თუმცა ყველა სხვა მედიკამენტზე უკეთესი შედეგები აქვს. საქართველოს ხელმძღვანელობამ გადადგა უკვე ნაბიჯები, რომ გამოიყენოს ჩვენი მეგობრული კონტაქტები „გილიადთან“ და ეს მედიკამენტი სხვა ქვეყნებზე ადრე მივიღოთ“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
“არავინ იცის როდის დასრულდება, არის მხოლოდ ვარაუდები, რომ დაღმავალი გზით წავა” – თენგიზ ცერცვაძე
შეგახსენებთ, კოვიდ 19 საქართველოში კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურა – ქვეყანაში უკვე 40 ინფიცირებულია.ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც ვირუსი დღეს დაუდასტრუდა 80 წლისაა, ის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.