ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა – შესაბამისი მემორანდუმი სოფიაში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა და ბულგარეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი სააგენტოს საზღვაო ადმინისტრაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ვენცისლავ ივანოვმა.
აღსანიშნავია, რომ სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს უკვე შავი ზღვის ოთხი ქვეყანა: თურქეთი, რუმინეთი, უკრაინა და ბულგარეთი აღიარებს, რაც ზრდის ქართველი მეზღვაურების დასაქმების შესაძლებლობებსა და არეალს შავი ზღვის რეგიონში.