LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 34.38 %-ით გაიზარდა

49

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის ორი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 500 709 მგზავრი, რაც 34.38 %-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (372 619 მგზავრი).

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში. კერძოდ, 2018 წლის 2 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 433 202 მგზავრს მოემსახურა, რაც 37.54%-ით (118 231 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2017 წლის იანვარ-თებერვალში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (314 971 მგზავრი); ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 6.69%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 48 890 მგზავრი – 3 064 მგზავრით მეტი ვიდრე 2017 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში; ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 18 129 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 67.06%-ით (7 277 მგზავრით) მეტია 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე;

“2018 წლის ორი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში 470 რეისით მეტი განხორციელდა ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში. მონაცემები ასეთია: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ – 2 652, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 2 395, ხოლო ჩარტერების 257. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 21.54%-ს შეადგენს. 8.63%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2017 წლის ორი თვის მონაცემებით ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 19 727, ხოლო წელს, ორი თვის განმავლობაში, საქართველოს საჰაერო სივრცეში 21 430 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები