ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ვენაში ევროპის ცენტრალური ბანკების თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრა ცენტრალური ბანკების ევროპული სისტემის (ESCB) ეგიდით შედგა და საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა.
შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ედილაშვილმა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მიმდინარე ტექნიკური დახმარების პროექტები გააცნო.
„საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად მიმოვიხილეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან სამომავლო თანამშრომლობა. გადაწყდა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გავაგრძელებთ საქმიანობას ახალი პროექტების განსახორციელებლად“, – აღნიშნა გიორგი ედილაშვილმა.