LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს გამოკითხულები ქვეყნის მთავარ მეგობრად აშშ-ს, მტრად კი რუსეთს მიიჩნევენ – CRRC

39

CRRC -საქართველოს გამოკითხულები ქვეყნის მთავარ მეგობრად – აშშ-ს, მტრად კი რუსეთს მიიჩნევენ. კვლევის “კავკასიის ბარომეტრი 2017” თანახმად, საქართველოს მთავარ მეგობრად გამოკითხულთა 25% ასახელებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, 7% – აზერბაიჯანს, ასევე 7% – უკრაინას, 6% – თურქეთს, 6% – რუსეთს. გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, რომ არც ერთი ქვეყანა არ არის საქართველოს მეგობარი, 25%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

რაც შეეხება მთავარ მტერს, გამოკითხულთა 40% რუსეთს ასახელებს, 3%- თურქეთს, 6% – სხვას, 21% – არც ერთს, 30%-მა კი კითხვაზე პასუხი არ იცის.

„კავკასიის ბარომეტრი“ გამოკითხვას საქართველოში CRRC-საქართველო ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციის გრანტის ფარგლებში ატარებს. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მასშტაბით. „კავკასიის ბარომეტრი“ რეგიონული პროექტია – გამოკითხვა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთნაირი მეთოდოლოგიით ტარდება და მონაცემების შედარების საშუალებას იძლევა. აღნიშნული გამოკითხვა საქართველოში 2008 წლიდან ყოველწლიურად და 2013 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა და 2 379 რესპონდენტი გამოიკითხა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g