LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ხარჯები ღონისძიების გამართვის შემდეგ გახდება ცნობილი

zurabishvilisalome-7__50x50

„საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ხარჯები ღონისძიების გამართვის შემდეგ გახდება ცნობილი,“ – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა და პრეზიდენტის საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა, სადაც ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს.

კახიშვილის თქმით, ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმში ინაუგურაციის ღონისძიების გამართვის შემდეგ, საზეიმო მიღება თელავში, თეატრის შენობაში გაიმართება.

„ჩატარდა წინასაინაუგურაციო რეპეტიციაც და ვფიქრობ, ინაუგურაცია ნორმალურად ჩაივლის. ტრიბუნები აწყობილია, ყველაფერს ვასწრებთ და ინაუგურაცია ჩაივლის ლამაზად და მშვიდად. ვერაფერს მოგახსენებთ თბილისთან დაკავშირებით, მე პასუხისმგებელი ვარ თელავში ინაუგურაციის ჩატარებაზე. თბილისის ლოკაციის ღონისძიებაში ჩვენ არ ვიყავით ჩართული. სალომე ზურაბიშვილის შტაბი იყო ამის ორგანიზებაში ჩართული. რაც შეეხება ბიუჯეტს, ჯერ დაზუსტებული არ არის. თქვენთან მოსვლამდე ვესაუბრე კონტრაქტორ ფირმას და ბიუჯეტთან დაკავშირებით კითხვებზე ინაუგურაციის შემდეგ გიპასუხებთ,“ – განაცხადა კახიშვილმა.

რაც შეეხება ინაუგურაციაზე სტუმრებს, როგორც კახიშვილმა აღნიშნა, სიები კიდევ დგინდება.

სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g