LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და დაუშვებელია მისი გადახედვა.. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან“ – შოთა არველაძე

311
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტში „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოეთის აგენტების შესახებ“ ინიციირებული კანონპროექტების განხილვას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ პოსტში ეხმაურება და საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.

როგორც შოთა არველაძე აღნიშნავს, არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო, ადამიანს აგენტად შერაცხავს.

„ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ.

დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

თითქმის საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას, ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო, ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ.

ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს – არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.

რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს – არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება.

მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენ მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება“, – წერს შოთა არველაძე.

პარლამენტთან ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია დილიდან მიმდინარეობს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ფონზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ბანერები, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები და სკანდირებენ:

„არა რუსულ კანონს“, „რუსული ოცნება“, „ვერ გაგვარსუებთ“, მონებო“.

ამავე თემაზე:

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

„არ მიიღოთ რუსული კანონი“ – პროფესორ-მასწავლებელები და მეცნიერ-თანამშრომლები პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ უარი თქვან ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპრპროექტისთვის მხარდაჭერაზე

„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

გოცირიძე: ბატონო გურამ, ეს ჭერი რომ გაიხსნას და იქიდან ერთი ტონა ბინძური მასა რომ გადმოვიდეს და თავზე დაგესხათ, დატოვებთ მაგ ტრიბუნას?

ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“

„Русский военный корабль иди на..“ – სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს

„დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს“.. „ხელს გამარტყამენ თუ წიხლს ჩამარტყამენ, ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს“ – რას აცხადებენ დეპუტატები, რომლებსაც კომიტეტის სხდომა ძალით დაატოვებინეს

ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“

mazda magti 5g