LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები, პირველად ისტორიაში, გლობალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდა

106
ობლიგაციები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, პირველად გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები და ხელმისაწვდომი გახდა როგორც ბლუმბერგის (Bloomberg IND), აგრეთვე ინდექსების პროვაიდერი კომპანიის პორტალის მეშვეობით. უახლოეს ხანებში ამ ინდექსების ძირითადი პარამეტრები ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული ბანკის ვებგვერდის მეშვეობითაც.

ამიერიდან, ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს შეეძლებათ მაქსიმალური გამჭვირვალობით ადევნონ თვალი და გააანალიზონ საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მომგებიანობა/შემოსავლიანობა, რისკ-მახასიათებლები და სხვა მაჩვენებლები.

საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების გამოქვეყნებით პირველად ისტორიაში:

  • საინვესტიციო და საპენსიო ფონდებს შეუძლიათ გამოიყენონ საერთაშორისოდ აღიარებული ეტალონი (Benchmark) ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესაფასებლად;
  • შესაძლებელი ხდება საბირჟო საინვესტიციო ფონდების (ETF) და სხვა ტიპის  საინვესტიციო ფონდების სტრუქტურირება გამჭვირვალე ინდექსებზე დაყრდნობით;
  • საინვესტიციო აქტივების მმართველებს საშუალება ეძლევათ, ობიექტურად გაზომონ და გამოაქვეყნონ თავიანთი პორტფელების შემოსავლიანობები გამჭვირვალე ბენჩმარკის მიმართ;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები უფრო მკაფიოდ შეაფასებენ საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტირების რისკების პარამეტრებს და ამონაგების დინამიკას;
  • საზოგადოება მიიღებს სახელმწიფო ობლიგაციების ბაზრის ამონაგებზე გამჭვირვალე წვდომას.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g