LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 39 გრადუსამდე დაცხება – ნახეთ, რომელ რიცხვში დაფიქსირდება ყველაზე მაღალი ტემპერატურა

2516
ამინდი-scaled

საქართველოში ხვალიდან ტემპერატურა მოიმატებს. ამის შესახებ meteo.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ამინდის პროგნოზიდან ვიგებთ.

უახლოეს დღეებში, აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე მაღალი ტემპერატურა  17 აგვისტოს დაფიქსირდება და 39 გრადუსამდე დაცხება.  14-17 აგვისტოს, ჰაერის ტემპერატურა 17-დან 39 გრადუსამდე მერყეობს. ამავე პერიოდში, ღამით ტემპერატურა 17-18 გრადუსის ფარგლებში იქნება.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ყველაზე მაღალ ნიშნულს – 38 გრადუსს, ასევე, 15 აგვისტოს მიაღწევს. დანარჩენ დღეებში 20-დან 36 გრადუსამდე იმერყევებს. 15-16 აგვისტოს კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 14 აგვისტოს 35 გრადუსი დაფიქსირდება, მომდევნო სამი დღე კი 38 გრადუსს აითვლის თერმომეტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g