LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 7 წლის წინაც ვიყავი, მაგრამ დღეს თბილისით გაოცებული ვარ, ძალიან შეცვლილა, უფრო ლამაზია – ჟურნალ Vagabond-ის რედაქტორი

129
ipiccy-image

ბულგარეთის მაღალრეიტინგული ტელეკომპანიების, გამოცემებისა და საინფორმაციო სააგენტოების რედაქტორები და ჟურნალისტები, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ეწვივნენ.

ტურის მონაწილეებს შორის იყო საერთაშორისო ჟურნალის Vagabond-ის ბულგარული გამოცემის რედაქტორი ენტონი გეორგიევი, პრეს-ტურის მიზანი კი ბულგარეთში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და ტურისტული ნაკადების მოზიდვა იყო.

„პირველ რიგში გეტყვით, რომ საქართველოში 6, ან 7 წლის წინაც ვიყავი და ბევრი ადგილი ვნახე, მაგრამ დღეს თბილისით გაოცებული ვარ, ძალიან შეცვლილა, უფრო ლამაზია, ბევრი რამ განახლდა და ვფიქრობ ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია ევროპაში. რა თქმა უნდა თბილისი უსაფრთხო ქალაქია, ისევე როგორც სხვა ადგილები საქართველოში,“ – აღნიშნავს ჟურნალ Vagabond-ის რედაქტორი ენტონი გეორგიევი.

„საქართველოში პირველად არ ვარ, 20 წლის წინ ვიყავი, ახლა ყველაფერი შეცვლილია, ძალიან მოვიხიბლე თბილისით, აქ ვნახე ძალიან მეგობრული, მომღიმარი ხალხი. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ბულგარელი ტურისტული ეწვევა საქართველოს, როგორც კი დაინიშნება პირდაპირი ავიარეისი. პანდემიის მიუხედავად ვფიქრობ საქართველო უსაფრთხოა, ყველა ატარებს ნიღაბს, საზღვარზე ამოწმებენ ვაქცინირებთა საბუთებს და მათ ვისაც PCR-ტესტი აქვს გაკეთებული,“ – აცხადებს ტურის მონაწილე ტელეწამყვანი მაგდალენა გიგოვა.

ტურის დასრულების შემდეგ ბულგარელი ჟურნალისტები საქართველოს ტურიზმის, კულტურის, ისტორიული ძეგლებისა და ბუნების შესახებ სატელევიზიო სიუჟეტებს, ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ, რომელსაც ბულგარეთში ათიათასობით ტელემაყურებელი და მკითხველი გაეცნობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g