LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს – უახლოესი დღეების პროგნოზი

66
FORTUNA.GE- (5)

5 და 6 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსს მიაღწევს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერი +15, +17 გრადუსამდე გათბება.

7 მარტს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, მაღალ მთაში კი ქარბუქი, ძირითადად წვეყნის დასავლეთ ნაწილში.

დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.

დედაქალაქში 5 და 6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 6 მარტს ჰაერის ტემპერატურა +14, +16 იქნება, 7 მარტს კი ნავარაუდევია +10, +12 გრადუსი სითბო.

7 მარტს მოსალოდნელია მცირე წვიმა, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები