LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა

299
11

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები 38-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე განთავსდა. არსებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 81 პაციენტი.

მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა. მანამდე საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა იყო. აქედან, ერთი გამოჯანმრთელდა და ინფექციური საავადმყოფო დატოვა. ის 1-კვირიან თვითიზოლაციაში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები