LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველად ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ტარდება – ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

485
საქართველოს ბანკი

9 თებერვალს ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – „ბაკურიანი 2025“ გაიხსნა. პროექტის ოქროს სპონსორია საქართველოს ბანკი.

„ბაკურიანი 2025“ თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში ტარდება.

შეხვედრები სპორტის 8 სახეობაში იმართება და მათში მსოფლიოს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

სამივე ლოკაციაზე ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
მომზადდა. თბილისში, თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, ყინულის
არენა აშენდა, რომელიც 700-მდე მაყურებელს იტევს. ბათუმის ყინულის სასახლე კი 1500
მაყურებლის მიღებას შეძლებს. ბიათლონისა და თხილამურებით რბოლა ბაკურიანში
გაიმართება, რომლისთვისაც უკვე გაიხსნა 3.5 კმ სიგრძის ბიათლონის ტრასა.

საქართველოს მასპინძელი ქვეყნის დროშა იტალიაში გამართულ ევროპის მე-16
ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გადაეცა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (EOC)
ქარტიის შესაბამისად კი, „ორგანიზატორი ქალაქის ხელშეკრულებას” 2023 წლის მარტში
მოეწერა ხელი.

საქართველოს ბანკი ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალზე
ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდამჭერია.

(R)

magti 5g