საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აცხადებს. საქსტატის ცნობით, 2016 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო თვიური ანაზღაურება 1065 ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 85 ლარით გაზრდილი.
როგორც საქსტატში აღნიშნავენ, საანგარიშო პერიოდში, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ანაზღაურება კვლავ საფინანსო სექტორში ფიქსირდებოდა და ის 2023 ლარს შეადგენდა, ყველაზე დაბალი კი განათლების სფეროში – 589 ლარი.
საშუალო თვიური ხელფასის რეიტინგი საქმიანობის სახეების მიხედვით ასეთია:
1. საფინანსო საქმიანობა – 2023 ლარი;
2. მშენებლობა – 1643 ლარი;
3. ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა -1375 ლარი;
4. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 1349 ლარი;
5. სამთომოპოვებითი მრეწველობა – 1328 ლარი;
6. ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება – 1255 ლარი;
7. სახელმწიფო მმართველობა – 1213 ლარი;
8. თევზჭერა, მეთევზეობა – 1096 ლარი;
9. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება – 989 ლარი;
10. ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი – 977 ლარი;
11. დამამუშავებელი მრეწველობა – 902 ლარი;
12. სასტუმროები და რესტორნები – 899 ლარი;
13. კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა – 875 ლარი;
14. სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა – 660 ლარი;
15. განათლება – 589 ლარი