გასული კვირის ბოლოს მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი განქორწინებას გეგმავენ. ამის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი ტაბლოიდი წერს. ინსაიდერების ცნობით, წყვილი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობს.
ჯეი ლო კვლავ მარტო გადაიღეს – ნახეთ „ბენიფერის“ უკანასკნელი გამოჩენა ერთად
რამდენიმე დღის წინ ჯეი ლო კვლავ ბენ აფლეკის გარეშე გამოჩნდა, თავად ბენი კი პაპარაცებმა ქორწინების ბეჭდის გარეშე დააფიქსირეს. თუმცა, რამდენიმე საათის წინ „არგოს“ ვარსკვლავი ლოს-ანჯელესში, სახლიდან გამოსვლის დროს გადაიღეს, აღსანიშნავია, რომ მას საქორწინო ბეჭედი კვლავ ეკეთა.
ცნობისთვის, ჯეი ლო და ბენი ბოლოს ერთად 7 კვირის წინ გადაიღეს და ორივეს არც თუ ისე ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა.
ჯეი ლო და ბენ აფლეკი განქორწინებას გეგმავენ, ბენი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა