LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარჯველაძე სააკაშვილზე: „უცხოეთში გადასაყვანად საკმარისია იმის თქმა, რომ 10 დიაგნოზი აქვს დასმული ან მდგომარეობა მძიმეა? საკანთან ფსიქოლოგიური შეუგუებლობის გამო არ შეიძლება ადამიანები თავისუფლდებოდნენ“

162
Untitled design

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება.

დაახლოებით 10 წამყვანი დიაგნოზი შეუთავსებელს ხდის პატიმრობას: ცენტრი „ემპათია“

როგორც სარჯველაძე აცხადებს, „არ შეიძლება, ადამიანები საკანთან შეუგუებლობის გამო თავისუფლდებოდნენ“.

„მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადასაყვანად საკმარისია კი იმის თქმა, რომ 10 დიაგნოზი აქვს დასმული ან მდგომარეობა მძიმეა? ამისთვის ეს საკმარისი არ არის.

არავინ ამბობს, რომ არის დიაგნოზი, რომლის არსებობის შემთხვევაში მკურნალობა შეუძლებელია საქართველოში. ამაზე არ არის საუბარი, რადგან ეს ასე არ არის. იცით, რომ საქართველოში შეუძლებელია ტოქსიკოლოგიური კვლევა? ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ტოქსიკოლოგიური კვლევა შესაძლებელია.

რატომ არის ცუდად, ეს ახსნილია მისი ექსპერტების მიერვე, ვინც ამ კაცის მიმართ პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოხატავენ. ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, შეუგუებლობა საკანთან, მაგრამ ამის გამო არც ერთ ცივილიზაციაში არ თავისუფლდებიან. თქვენ თუ გინდათ, ამიხსნათ, რადგან პრეზიდენტი იყო და პოლიტიკური მოღვაწე, აქედან გამომდინარე პრივილეგია უნდა ერგოს და დანაშაულზე სასჯელი აირიდოს, ეს სხვა ამბავია. არ შეიძლება, ადამიანები საკანთან შეუგუებლობის გამო თავისუფლდებოდნენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს პატიმრობიდან გათავისუფლებას და გადაუდებელ დიაგნოსტიკას“. „ემპათიას“ ცნობით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო – კომპლექსი, აქედან წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. აღნიშნული ძირითადი დიაგნოზები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

ადვოკატმა სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

magti 5g