LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასოწარკვეთილი ალექსი ყველა ქალს მიედმოედება“ – როდრიგესი კეტი ჰოლმსის სახლიდან გამოსული დააფიქსირეს

601
page

როგორც ჩანს, ჯენიფერ ლოპესის ყოფილი საქმრო, 46 წლის ალექს როდრიგესი ვერ ეგუება იმ აზრს, რომ ჯეი ლომ ბენ აფლეკის გამო მიატოვა და სასოწარკვეთილი ცდილობს ღირსების აღდგენას. მას სურს საზოგადოებას აჩვენოს, რომ ის მარტო სულაც არ არის და ქალების გარემოცვაშია.

რამდენიმე კვირის წინ ის რეალითი შოუს ვარსკვლავთან, მედისონ ლიკროისთან მივიდა და წვეულებაზე დაპატიჟა, თუმცა მისგან ცივი უარი მიიღო. ცოტა ხნის წინ კი „ინსტაგრამზე“ ყოფილ ცოლთან ერთად გადაღებული ვიდეო გაავრცელა.

ალექს როდრიგესი რეალითი შოუს ვარსკვლავმა, მედისონ ლიკროიმ ცივი უარით გამოისტუმრა

ალექს როდრიგესი ყოფილ ცოლთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

თუმცა, როგორც ჩანს ეს ყველაფერი მისთვის საკმარისი არ არის. ახლახანს ყოფილი სპორტსმენი მსახიობი, კეტი ჰოლმსის სახლიდან გამოსული დააფიქსირეს. ცნობისთვის, ჰოლმსი შეყვარებულს გასულ თვეს დაშორდა და ახალ ის თავისუფალია.

„სასოწარკვეთილი ალექსი ყველა მსახიობ ქალს მიედმოედება“, – ასე გამოეხმაურა საზოგადოება აღნიშნულ ფაქტს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები