ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე დადგა, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებას.
მისივე თქმით, ხალხი მოსამართლეების სანქცირებას პირადად მას ულოცავს.
„სასწაული ხდება ჩემს ინბოქსში, ხალხი მე მილოცავს მოსამართლეების დასანქცირებას, მეც გილოცავთ მეგობრებო, ვისაც ეს გაგიხარდათ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე დადგა! საქართველოში აუცილებლად იქნება კლანური მმართველობისგან და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სასამართლო!”, – წერს ნაზი ჯანეზაშვილი.
„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე
კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას