სულ რამდენიმე დღის წინ, ჰიპ-ჰოპ არტისტმა კანიე უესტმა ახალი ალბომი Jesus Is King გამოუშვა. მან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ გააკეთა ალბომის მუშაობის პროცესთან დაკავშირებით. ინტერვიუს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან.
„მე ყველა დროის უიდესი არტისტი ვარ“ - კანიე უესტმა მუსიკოსებს სექსი აუკრძალა (ვიდეო)
„ღმერთის წყალობით მავნე ჩვევები დავძლიე. თუ სხვა ადამიანები ნარკოტიკებზე არიან დამოკიდებულნი, მე სექსზე ვიყავი დამოკიდებული."
რეპერი აღნიშნავს, რომ ჩანაწერის შექმნა მას ღმერთთან დაახლოებამ შთააგონა, თუმცა რელიგიური ორგანიზაცია The Church of Satan ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ არტისტის ტვიტერზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
“სატანა ქანიეს ყველაზე დიდი მეგობარია, რადგან წლების განმავლობაში სწორედ მისი წყალობით ინარჩუნებს ის ადგილს მუსიკალურ ინდუსტრიაში”- წერენ ორგანიზაციის წევრები.
Satan is the best friend Kanye has ever had, as he will keep him in business all these years!
— The Church Of Satan (@ChurchofSatan) October 25, 2019