LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუზმისთვის ყველაზე მავნე 4 პროდუქტი, დიეტოლოგის რჩევა

61
Capture

საუზმე ყოველთვის კარგი იდეაა. თუმცა, საკვებს, რომელსაც დილისთვის ირჩევთ მთელი დღის გაფუჭება ან პირიქით საუკეთესო განწყობის შექმნა შეუძლია. თუკი საუზმედ კარგად დაბალანსებულ კერძს, ცილებით, სასარგებლო ცხიმებით და ანტიოქსიდანტებით სავსე საკვებს შეარჩევთ, მთელი დღის განმავლობაში ენერგია გარანტირებული გექნებათ. ხოლო თუკი არჩევანს შაქარზე გააკეთებთ, შესაძლოა საპირისპირო მოხდეს.

ამერიკელმა დიეტოლოგებმა ის საკვები ჩამოთვალეს, რომელიც საუზმეზე ყველაზე მავნეა.

1. ტკბილი ფანტელი/ფუნთუშეული
საუზმეზე ბევრი ადამიანის საყვარელი ფანტელი როგორც , ბევრ შაქარს და ნაკლებ ცილებს შეიცავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი სისხლში გლუკოზის დონეს ზრდის და თან შიმშილის გრძნობასაც ვერ აკმაყოფილებს. ამავე მიზეზით, დიეტოლოგები საუზმეზე ტკბილეულის და ფუნთუშეულის მომხრეებიც არ არიან.

2. ბეკონი
დიახ, ბეკონის ხშირი მოხმარება შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მიზეზი გახდეს. ბეკონს მარილის მაღალი შემცველობა აქვს, რაც თავის მხრივ სისხლის წნევას ზრდის. ის ასევე შეიცავს სხვა დანამატებსაც, რომელიც გარკვეულ დამოკიდებულებას იწვევს და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

3. სოსისი

ბეკონის მსგავსად სოსისის რეგულარული მირთმევაც შესაძლოა ძალიან საზიანო იყოს. ეს პროდუქტი საზიანო ცხიმებს შეიცავს და შესაძლოა კუჭ-ნაწლავის სისტემის, გულის დაავადებები გამოიწვიოს, ასევე სიმსუქნის მიზეზი გახდეს.

4. კოფეინის შემცველი ტკბილი სასმელი

ტკბილი, კოფეინის შემცველი სასმელი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა და ორგანიზმში ანთებით პროცესებს ამწვავებს. გარდა ამისა, ზედმეტი შაქარი ზრდის დიაბეტის და გულის დაავადებების რისკს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები