კასპში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
გამოძიების ინფორმაციით, მხარეებს შორის, სოფელ ახალქალაქში ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა თანასოფლელს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.
პოლიციამ ბრალდებული — 1984 წელს დაბადებული მამაკაცი — ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.