LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზღვაო ტურისტული სეზონი 9 ივნისს გაიხსნება

133
ბათუმი

აჭარის მთავრობის მეთაურმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მუნიციპალიტეტებს და უწყებებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა, რათა ბათუმი და აჭარა მოახლოებულ საზღვაო სეზონს ღირსეულად დახვდეს.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება.

„ტურიზმის დეპარტამენტს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს კოორდინირებული მუშაობისკენ მინდა მოვუწოდო. უნდა შევძლოთ, რომ ბათუმმა და აჭარამ ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში ყველა სტუმარს ღირსეულად უმასპინძლოს.

ბოლო თვეების განმავლობაში აჭარაში უკვე 10%-ითაა გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა. ზრდის დინამიკა გვაქვს ბათუმის აეროპორტშიც – ფრენები უკვე 12 მიმართულებით ხორციელდება. შესაბამისად, უნდა შევძლოთ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ აღნიშნული სეზონით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმი ტურისტულ სეზონს ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება. ბულვარში განახლდა მთელი რიგი პარკები, ველობილიკი და სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. მაღალმთიან აჭარაში დინამიკურად მიმდინარეობს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა. შესაბამისად, წელს დამსვენებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ახალ ტურისტულ ადგილებს ეწვიონ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები