LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სცენაზე ჩვენს სათქმელს ვიტყვით – ჩვენ საქართველოში გვინდა ცხოვრება, რომელიც ჭეშმარიტად ევროპული მომავლის მქონე ქვეყანაა”: ნიკოლოზ რაჭველი

143
Capture

„ჩვენ გვინდა ცხოვრება საქართველოში, რომელიც ჭეშმარიტად ევროპული მომავლის მქონე ქვეყანაა“, – ამის შესახებ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა.

როგორც რაჭველმა აღნიშნა, აღნიშნული გზავნილს ყველა ის არტისტი უერთდება, ვინც ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტში მიიღებს მონაწილეობას.

“ჩვენ სცენაზე ჩვენს სათქმელს ვიტყვით, რომ ჩვენ საქართველოში გვინდა ცხოვრება, რომელიც ჭეშმარიტად ევროპული მომავლის მქონე ქვეყანააჩვენ სცენაზე ჩვენს სათქმელს ვიტყვით, რომ ჩვენ საქართველოში გვინდა ცხოვრება, რომელიც ჭეშმარიტად ევროპული მომავლის მქონე ქვეყანაა. ამ „მესიჯითა” და გზავნილით გამოდის დღეს ყველა არტისტი სცენაზე, ეს არის ჩვენი ერთობლივი სურვილი და მადლიერება ევროკავშირის ქვეყნების მიმართ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გვერდით უდგანან, გვამხნევებენ და გვეხმარებიან“, – განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტს მართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები