LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელენა გომესმა Emmy-ის დაჯილდოებაზე ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდით გაიბრწყინა

616
page

ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების 76-ე ცერემონია გაიმართა. წითელ ხალიჩაზე საოცრად დახვეწილი „ლუქით“ გაიბრწყინა სელენა გომესმა, რომელიც საღამოზე შეყვარებულთან, ბენი ბლანკოსთან ერთად მივიდა. ის რჩეულს გვერდიდან არ შორდებოდა. წყვილი ერთად საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა.

ამ დღეს 32 წლის არტისტსა და მსახიობს ხავერდის შავი კაბა ამშვენებდა, პაპარაცების გამჭრიახ თვალს არ გამოჰპარვია გომესის უზარმაზარი ნიშნობის ბრილიანტის ბეჭედი. ოფიციალურად წყვილს განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ინსაიდერების აცხადებენ, რომ ბენიმ საყვარელ ქალს ხელი სთხოვა და დანიშნა.

ცნობისთვის, წყვილს მრავალწლიანი ნაცნობობა აკავშირებს, მათი რომანის შესახებ ცნობილი 2023 წელს გახდა. 

„შვილებს ვერ გავაჩენ, ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა მაქვს, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს, როგორც ბავშვის, ასევე ჩემს სიცოცხლეს“ – სელენა გომესის გულახდილი ინტერვიუ და ულამაზესი ფოტოსესია

„ჯასტინ ბიბერის შემდეგ, სელენა გომესმა ჭეშმარიტი სიყვარული იპოვა“ – შეყვარებულების უთბილესი ფოტოები

სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს პაემანი მალიბუში – წყვილის უთბილესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები