LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონი და ლედი გაგა ოლიმპიადის გახსნაზე ერთად იმღერებენ – ცნობილის სიმღერა, რომელსაც ისინი შეასრულებენ

238
Nk0BZGgf

პარიზში, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნისთვის ემზადებიან. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის დედაქალაქი ლონდონის შემდეგ გახდება მეორე ქალაქი, რომელმაც ზაფხულის ოლიმპიადას სამჯერ უმასპინძლა.

უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 26 ივლისს, 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, სელინ დიონი იმღერებს.

მძიმე დიაგნოზთან ბრძოლის ორი წლის თავზე, სელინ დიონი პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე იმღერებს

პარალელურად, ქსელში კვლავ აქტიურად განიხილება ღონისძიებაზე ლედი გაგას გამოსვლის საკითხი. ჭორებს მისი პარიზში ვიზიტიც ამძაფრებს.

ლედი გაგა ოლიმპიადის გახსნაზე იმღერებს? – 38 წლის არტისტის იშვიათი გამოჩენა

მოარული ხმების თანახმად, ლედი გაგა შოუზე სელინ დიონთან ერთად წარდგება. ფრანგული მედია სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ არტისტები, ედიტ პიაფის ხელწერად ცნობილ 1947 წლის სიმღერას – La Vie en rose შეასრულებენ. აქამდე მათ ერთად არ უმღერიათ და არც დუეტი ჩაუწერიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები