LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სელინის“ პალტო 3500 დოლარად, „ლორო პიანას“ მოსასხამი 4930 ევროდ და „კარტიეს“ სამკაულები – ადელის მდიდრული ფოტოსესია ELLE-სთვის

203
page

ადელმა ამერიკული და ბრიტანული გამოცემა ELLE-ს ოქტომბრის ნომრების გარეკანი დაამშვენა. ფოტოსესიაში არტისტმა არაერთი ფერადი და ძვირად ღირებული „ლუქი“ მოირგო.

მან „სელინის“ 3500 დოლარიანი პალტო, „ლორო პიანას“4930 ევროიანი ყვითელი მოსასხამი, „მარკ ჯეიკობსის“ ლურჯი ქვედაბოლო, „ჟივენშის“ 1455 დოლარიანი ზედა და „ივ სენ ლორანის“4930 ევროდ შეფასებული ფეხსაცმელი მოირგო, აღნიშნულ ტანისამოსს კი მან „კარტიეს“ სამკაულები შეუხამა.

ცნობისთვის, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი ზამთარში, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ალბომის გამოუშვებს. სიახლეებია მის პირად ცხოვრებაშიც, ის რიჩ პოლზე დაინიშნა და მასთან ერთად საცხოვრებლად, უზარმაზარ სახლში გადავიდა.

„ბრძოლის ველად“ ქცეული რომანტიკული ვახშამი – ადელი კვლავ უკმაყოფილოა

ფოტო: ასე გამოიყურება შეშლილი სიყვარული – ადელი საქმროსთან ერთად ახალ სახლში გადავიდა – სტუმრად ბედნიერ წყვილთან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები