LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბრიდან მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ახალი ეტაპი იწყება

118

მედიკამენტების ხელისაწვდომობის პროგრამის მესამე ეტაპი სექტემბრიდან დაიწყება და მასში საპენსიო ასაკის მოსახლეობა და შშმ პირები ჩაერთვებიან.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

“სექტემბრიდან ამ სეგმენტზე გავრცელდება იგივე ფასდაკლებები, რაც სოც. დაუცველებზე ვრცელდებოდა და დაემატება გულსისხლძარღვთა კომბინირებული მედიკამენტები.

გარდა ამისა, ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში ჩვენ შემდეგი ეტაპის დიაგონსიტიკის დაფინანსებას დავიწყებთ მთელი მოსახლეობისთვის. ეს არის გენეტიკური კვლევა, რომელიც 140 ლარი ჯდებოდა. ამ თანხას სახელმწიფო დაფარავს და მინდა მოვუწოდო ყველას, რომ გამოიყენონ ეს შანსი და მარტივი სკრინინგული ტესტი ჩაიტარონ “- აღნიშნა სერგეენკომ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g