LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „2022 წელს კითხვა მხოლოდ ერთი იყო: ამ გარდაუვალ დღეს, რაც უკვე პრეზიდენტ მაკრონის ბაგეებიდანაც გვესმის, საქართველო დანგრეული და განადგურებული შეხვდებოდა, თუ ჩვენივე გამოცდილებიდან ვისწავლიდით და სხვისი ყალბი პათეტიკის აყოლას, ჩვენი გზის გაყოლას ვამჯობინებდით“

109
შალვა პაპუაშვილი

„გეოგრაფიას ვერ შეცვლი. ვერც ისტორიას წაშლი. ვინც ამ სიმართლეს თვალს უსწორებს, ის ომს არ ემსახურება და ქვეყანას იცავს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას აზიარებს:

„ცნობისთვის, საფრანგეთის უკიდურესი აღმოსავლეთი საზღვრიდან რუსეთის უკიდურეს დასავლეთ საზღვრამდე 2000 კილომეტრია, საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს მთავარ სატრანსპორტო არტერიამდე კი 500 მეტრი. ეს მძიმე, ხელშესახები და გეოგრაფიული განსხვავება სრულიად განსხვავებულ ვითარებაში გვაყენებს ჩვენ და საფრანგეთს. ეს არის სხვაობა მათ თეორიულ რიტორიკასა და ჩვენი რეალური პასუხისმგებლობის სიმძიმეს შორის, გეოპოლიტიკურ განცხადებებსა და გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შორის.

ვინც ისტორია იცის და მის გაკვეთილებზე თვალს არ ხუჭავს, ყველამ იცოდა, რომ ფსევდოღირებულებით ზღაპრებს ასეთი დასასრული ექნებოდა. ეს ცხადი იყო 2022 წელსაც.

ამგვარი დაპირისპირებები კაცობრიობის ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, დასრულებულა, ქვეყნები მორიგებულან, ცხოვრება გაგრძელებულა. ასე იყო მეცხრამეტე საუკუნეშიც, მეოცეშიც, ბევრად ადრეც. ძალთა ბალანსის რყევა, ცვლილება და ახლებურად ჩამოყალიბება დიდი სახელმწიფოების ბუნებაა. მათი შეხების წერტილებში მომხდარი ნგრევა და მსხვერპლი კი პატარა სახელმწიფოების ხვედრი.

2022 წელს კითხვა მხოლოდ ერთი იყო: ამ გარდაუვალ დღეს, რაც უკვე პრეზიდენტ მაკრონის ბაგეებიდანაც გვესმის, საქართველო დანგრეული და განადგურებული შეხვდებოდა, თუ ჩვენივე გამოცდილებიდან ვისწავლიდით და სხვისი ყალბი პათეტიკის აყოლას, ჩვენი გზის გაყოლას ვამჯობინებდით.

სწორედ აქ გაივლო ზღვარი უსამშობლოებსა და პატრიოტებს შორის. პირველებმა სხვისი დროშა და ჰიმნი თავისად აქციეს; ჯერ თვითონ დაიჯერეს, შემდეგ კი სხვებს არწმუნებდნენ, რომ ბომბების წვიმა სჯობს მშვიდობის სირცხვილს; რომ ეს ჩვენი ბრძოლაა, ჩვენი ვალია, რომ მსხვერპლობა გვმართებს დიადი მომავლისთვის; რომ ომი მშვიდობაა და მზე დასავლეთიდან ამოდის. ამ დროშის ქვეშ აგინეს თანამოქალაქეებს, მეგობრებს, განსხვავებულად მოფიქრალებს, უფურთხეს თეფშში და წყევლეს კედლებზე.

ჩვენ კი საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან ვიცოდით, რომ პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია. გეოგრაფიას ვერ შეცვლი. ვერც ისტორიას წაშლი. ვინც ამ სიმართლეს თვალს უსწორებს, ის ომს არ ემსახურება და ქვეყანას იცავს. სწორედ ეს არჩევანი გააკეთა საქართველომ,”- წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საფრანგეთის უკიდურესი აღმოსავლეთი საზღვრიდან რუსეთის უკიდურეს დასავლეთ საზღვრამდე 2000 კილომეტრია,…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g