LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – მადლობას ვუხდი ევროპარლამენტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ძლიერი გზავნილის გამო

119
80224acb7d502ce1243686d7b0335d39

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის მიერ რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

,,მადლობას ვუხდი ევროპარლამენტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობის, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ძლიერი გზავნილის გამო.

„დაისაჯონ გინტურის მკვლელები“ – ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო 

საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კონსულტაციებს დღის წესრიგში ოკუპაციის საკითხის შენარჩუნების, აგრეთვე, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. 495 ხმით 7-ის წინააღმდეგ მიღებული დოკუმენტი 5-პუნქტიანია.

რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.

„მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციები გამართოს, რათა შედგეს იმ პირების სია, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ“ – სვენ მიქსერი

ანა ფოტიგა: „თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.. მინდა ამ საკითხზე დებატები და რეზოლუციის მიღება მოვითხოვო“

„დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა, მესამე პრეზიდენტის პირადი ჩართულობით, ჩვენ შევძელით! მიშამ ციხიდან შეძლო!!!“ – სოფო ჯაფარიძე

magti 5g