LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „მინდა, პირობა მოგცეთ, რომ ისევე როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტში, ახლაც, ჩემი ფიქრი და საქმე მიმართული იქნება ქართველი ხალხის ინტერესების ურყევად მსახურებისკენ“

112
შალვა პაპუაშვილი

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გამოცდილ და მრავალ ბრძოლა-გადახდილ გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემს წარდგენაში გამოიხატა და პირობა მოგცეთ, რომ ისევე როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტში, ახლაც, ჩემი ფიქრი და საქმე მიმართული იქნება ქართველი ხალხის ინტერესების ურყევად მსახურებისკენ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნები 2012 წელს მიღწეულ შედეგს არ ჩამოუვარდებოდა:

XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო

კომისიის ხელმძღვანელმა არჩეული დეპუტატების ერთიანი სია წაიკითხა, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდა.

„მე ვახსენე ბრძოლა და პირველ რიგში მსურს აღვნიშნო ის მართლაც უთანასწორო ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ამ არჩევნებზე შევედით და სახელოვნად გავიმარჯვეთ. თავისი სიმძაფრით, დრამატულობით თუ ამომრჩევლის აქტიურობით, 2024 წლის არჩევნები არ ჩამოუვარდებოდა 2012 წელს მიღწეულ შედეგს. გარკვეული ასპექტით კი ეს არჩევნები უფრო მნიშვნელოვანიც გამოდგა.

დასრულებული პროცესის შემდეგ თანდათანობით ვაცნობიერებთ მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობას. გამარჯვების, რომელმაც განამტკიცა და შეინარჩუნა განვლილი 12 წლის განმავლობაში მიღწეული ყველა შედეგი. ეს შედეგი წარმოადგენს იმ მყარ საძირკველს, რაზეც უნდა დაშენდეს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი: „ჩვენი უახლოესი წინაპრის დანატოვარია ნატვრა და ოცნება, რომელიც ერთ ფრაზაში გამოითქვა: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“- უცხოეთის ყალბი ელვარებისაგან თვალმოჭრილი ოპონენტები საკუთარ უფალს უგულებელყოფენ, წინაპართა დანატოვარს არად დაგიდევენ“

ცნობისთვის, XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა. პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერის პოსტზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და 88 ხმით – ერთხმად დაამტკიცა.

პაპუაშვილი კენჭისყრამდე ვრცელი სიტყვით გამოვიდა და პარლამენტის ტრიბუნიდან პირობა დადო, რომ “პარლამენტი მოუსმენს ყველას, მაგრამ იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული საქართველოს ინტერესების შესაბამისად“.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g