LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი სალომე სამადაშვილს: ქალბატონო სალომე, ბოღმის ერთი წუთი გექნებათ მოგვიანებით

138
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

ქალბატონო სალომე, ბოღმის ერთი წუთი გექნებათ მოგვიანებით, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ლელოს“ წევრს, სალომე სამადაშვილს.

შალვა პაპუაშვილმა ამ რეპლიკით სამადაშვილს მას შემდეგ მიმართა, რაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა.

„ცრუ კამპანიები, რაც აწარმოეთ ყველა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უკან დაგიბრუნდათ ერთი მიზეზით, ქართველი ხალხის მოტყუება არის ძალიან რთული, ამიტომ, შეეშვით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის ბრძოლის იარაღად გამოყენებას“, – განაცხადა ოპოზიციის მისამართით მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლას სალომე სამადაშვილი რეპლიკით გამოეხმაურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g