LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შალვა ულევი შესაძლებლობების ადამიანია…“ – როგორ ანებივრებს მეუღლეს ორიგინალური საჩუქრებით შალვა ნათელაშვილი

310
ბელა და შალვა

პოლიტიკოს შალვა ნათელაშვილის მეუღლე ბელა ალანია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რა სიურპრიზების გაკეთება უყვარს მისთვის მეორე ნახევარს დაბადების დღეზე, რომელსაც 3 თებერვალს აღნიშნავს.

„შალვა ულევი შესაძლებლობების მქონე ადამიანია, ინტელექტუალი, საინტტერესო და იუმორით სავსე. მისი სიურპრიზები ყველა ჯერზე განსხვავებულია. ერთხელ, ჩემს დაბადების დღეზე, ამერიკაში ვიყავით. საღამო მქონდა ვაშინგტონის ბიბლიოთეკაში. უკანა გზაზე ქართველებმა დაგვპატიჟეს და საოცარი ნაყინის ტორტზე დამინთეს სანთლები. ძალიან კარგი დაბადების დღე გამოვიდა. რამდენიმე დღით ადრე, მაღაზიაში ულამაზესი კაბა ვნახე, ძალიან მომეწონა, მაგრამ ფასი მეძვირა. რამდენიმე დღე ვაკითხავდი ამ კაბას, შევხედავდი და დავბრუნდებოდი. შემდეგ ვნახე, რომ ფასდაკლება ჰქონდა, მივირბინე სასტუმროში, რადგან თანხა თან არ მქონდა, მაგრამ რომ დავბრუნდი, კაბა გაყიდული დამხვდა. გული ძალიან დამწყდა… ორ დღეში, ჩემმა ქმარმა დაბადების დღეზე სწორედ ეს კაბა მაჩუქა. მან არც იცოდა, რომ ეს კაბა მომწონდა და შემთხვევით შეარჩია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g