LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანხაიში, Volkswagen-ის ქარხანაში ათობით მუშა ჩაკეტეს და სახლში ვერ უშვებენ

64
wolksvagen

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ახალ-ახალი რეკორდები მყარდება. რამდენიმე ქალაქში მკაცრი ლოკდაუნი მოქმედებს და მათ შორისაა მრავალ მილიონიანი დასახლება შანხაი. ხალხს სახლში დარჩენას სთხოვენ, ხოლო ოფისები და ისეთი დაწესებულებები რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად არ ითვლება – საერთოდ დაკეტეს. ეს ეხება საავტომობილო ქარხნებსაც. შედეგად Volkswagen-ის საწარმოში ათობით მუშა აღმოჩნდა ჩაკეტილი, მათ ქარხანაში დარჩენის სურვილი ჯერ კიდევ მკაცრი ლოკდაუნის შემოღებამდე გამოთქვეს.

ამის შემდეგ სიტუაცია ძალიან დამძიმდა და ქარხნის თანამშრომლები სახლში წასვლას სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებენ.

იზოლირებულების მდგომარეობის შესამსუბუქებლად კომპანიამ სხვადასხვა აქტივობები დაიწყო, მაგალითად დილის 10 საათზე მუშები სასეირნოდ მიდიან, 11-დან პირველ საათამდე ისვენებენ. ხოლო 4 საათზე კარდიო ვარჯიში აქვთ. შემდეგი ორი საათი ვახშამს და შხაპს ეთმობა, ხოლო ძილის წინ კინოსეანსებიც აქვთ.

ამასობაში კონვეიერი გაჩერებულია და მუშებს სხვა საქმე უბრალოდ არც აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები