LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი ფული ტრიალებს, ნაძარცვი ფული – ხელფასებს კონვერტებით იღებენ: კობახიძე ოპოზიციურ ტელევიზიებზე

152
ირაკლი კობახიძე

“შავი ფული ტრიალებს. ეს არის ფული, რომელიც არის ნაძარცვი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე, ოპოზიციურ მედიებსა და მათ დაფინანსებაზე საუბრის დროს განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, აღნიშნულ ტელევიზიებში ხარჯები შემოსავლებს რამდენიმეჯერ აღემატება:

“ვიცით, რომ 25-მილიონიანი სარეკლამო შემოსავლებია, ხოლო ხარჯები 3-4 ჯერ მეტია. აქედან გამომდინარე, ამას თავისი წყარო უნდა ჰქონდეს. წყაროც ვიცით, ვინ არის, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” და მისი წარმომადგენლები: კეზერაშვილი, ნაყოფია და სააკაშვილი. ხარჯების ნაწილში, თქვენი უამრავი კოლეგა ( ჟურნალისტებს მიმართავს) საუბრობს იმაზე, რომ ხელფასებს კონვერტებით იღებენ.

არ ფიქსირდება არც შემოსავალი, არც ხარჯი. ანუ, შავი ფული ტრიალებს. ეს არის ფული, რომელიც არის ნაძარცვი. “ნაციონალური მოძრაობა” ძარცვავდა მოსახლეობას. კეზერაშვილი არის ერთ-ერთი ტელევიზიის დამფინანსებელი და გახდა ერთ თვეში მილიარდიანი ბრუნვის მქონე კომერციული ორგანიზაციის მფლობელი. ის ძარცვავდა, ბიზნესმენების რეკეტს ახორციელებდა და ეს რეკეტიორი დღეს ე.წ. მედია მფლობელია. ამ ნაძარცვი და სისხლიანი ფულით კონკრეტულ ორ ტელევიზიას აფინანსებს”, – თქვა კობახიძემ.

კობახიძემ აღნიშნა, რომ “შავ ფულთან” დაკავშირებით მისი განცხადებები არ არის საგამოძიებო სტრუქტურებისთვის მოწოდება, რომ საკითხით დაინტერესდნენ:

“მოწოდება ჩემი მხრიდან არ ყოფილა, რადგან მედიას ეხება საქმე, არ მგონია, რომ სწორი იქნება ასეთი მოწოდება გაჟღერდეს მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან”, – თქვა მან.

magti 5g