LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება მიხეილ სააკაშვილმა ახალი წლის გადადება მოითხოვოს, რადგან თავად პატიმრობაშია და ახალი წელი არ უნდა დადგეს: გურამ მაჭარაშვილი

99
მაჭარაშვილი - სააკაშვილი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ვარაუდობს, რომ „შეიძლება მიხეილ სააკაშვილმა ახალი წლის გადადება მოითხოვოს, რადგან თავად პატიმრობაშია და ახალი წელი არ უნდა დადგეს“.

მისივე განმარტებით, შერიგებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყება, რაც ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საპარლამენტო საქმიანობაში არ იღებს მონაწილეობას, პარლამენტში შევა და 2021 წლის 30 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას აღიარებს.

„მობრძანდნენ პარლამენტში, აღიარონ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობა და, კი ბატონო, ამის შემდეგ, დავიწყოთ საუბარი შერიგებაზე. მალევე, თავად არ ეყოთ ნებისყოფა და თავიანთი რეალური სურვილი გაამჟღავნეს; შერიგება იმიტომ დასჭირდათ, რომ, უბრალოდ, დღის წესრიგში აღარაფერი იყო. სავარაუდოდ, შეიძლება, მიხეილ სააკაშვილმა ახალი წლის გადადებაც მოითხოვოს, რადგან თავად პატიმრობაშია და ახალი წელი არ უნდა დადგეს“, – აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g