LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა“ – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

163
მიხეილ სააკაშვილი

სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს.

მიხეილ სააკაშვილი წერს, თუ რა შემთხვევაში შეიძლებოდა 2008 წლის ომის თავიდან აცილება:

„ჩემი პასუხი ივანიშვილის მოლაპარაკე თავებს!

შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა.

რა უნდა გაგვეკეთებინა ამისათვის:

1. აჭარაში ასლანი დაგვეტოვებინა და ხელი აგვეღო ბათუმის განვითარებაზე;

2. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მათი აგენტები უნდა დაგვენიშნა, როგორც ამას პირდაპირ მთხოვდა პუტინი;

3. არ უნდა შევბრძოლებოდით კორუფციას, რადგან ძირითადად მათ ეყრდნობოდა რუსული გავლენა საქართველოში;

4. არ უნდა გაგვეტარებინა არც ერთი რეფორმა, ვინაიდან რეფორმებს რუსეთი განიხილავს საშიშ პრეცედენტებად;

5. არ უნდა გვევლო ევროკავშირისა და ნატოსკენ;

6. არ უნდა გვეთქვა უარი ენერგეტიკაში რუსულ სქემებზე და, შესაბამისად, სიბნელეში დაგვეტოვებინა საქართველო;

7. არ უნდა შეგვექმნა ქართული არმია და სამხედრო წარმოება.

ერთი სიტყვით, დავჩენილიყავით ჩამორჩენილ, გაუბედურებულ, კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად, რომლის ბედი მსოფლიოში არავის დააინტერესებდა და რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ჩემი პასუხი ივანიშვილის მოლაპარაკე თავებს!

შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა.

რა უნდა…

Posted by Mikheil Saakashvili on ოთხშაბათი, 09 აგვისტო, 2023

 

პაპუაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროსაბჭოში მხარი დაუჭირა ქართული მხარის დადანაშაულებას ომის განახლებაში.. უნდა გასცენ პასუხი, ვინ იყო ამ ჩანაწერის ინიციატორი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები