LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეხედეთ ტიმოთის სახეს, აშკარად ეტყობა, რომ ძალით კოცნის“ – ტიმოთი შალამესა და კაილი ჯენერის კოცნის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

217
page

ბიონსეს ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტს ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაესწრნენ, ისინი ერთად საჯაროდ პირველად გამოჩნდნენ. წყვილი ერთმანეთს ეხუტებოდა და კოცნიდა.

კადრებმა ფანებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ინტერნეტსივრცეში უამრავი კომენტარი ვრცელდება, საზოგადოების ნაწილი დარწმუნებულია, რომ მათი რომანი, უბრალოდ დადგმაა.

„შეხედეთ ტიმოთის სახეს, აშკარად ეტყობა, რომ ძალით კოცნის“, „ტიმოთი, კაილი არ შეგეფერება!“, „ფეიკ-რომანია!“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს რომანის შესახებ  ინფორმაცია ჯერ კიდევ ივნისში გავრცელდა. შემდეგ კი ტაბლოიდები მათი რომანის ალტერნატიულ ვერსიაზე ალაპარაკდნენ. მედია წერდა, რომ ტიმოთის კაილისთან რომანის მეშვეობით უბრალოდ მედიის ყურადღების მიპყრობა სურდა.

„ტიმოთიმ ის უბრალოდ გამოიყენა“ – ტიმოთი შალამემ კაილი ჯენერი მიატოვა

რომანი დადასტურდა! – კაილი ჯენერი და ტიმოთი შალამე ერთად პირველად გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები