LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეხვედრა კვირის ბოლოს გვაქვს ჩანიშნული“ – ანანია გაჩეჩილაძე, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, შსს-ში დაიბარეს

234
ფორტუნა - 2023-03-29T165111.659

ანანია გაჩეჩილაძეს, რომელმაც POSTV-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, პოლიციიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

პოლიციამ მას იმ ფარული ჩანაწერის სრულად მიწოდება სთხოვა, რომელიც რამდენიმე წლის წინ არის გაკეთებული.

„ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია მართო“ – კობახიძის თქმით, შალვა რამიშვილზე „პოლიტიკური შეტევა“ კეზერაშვილის მიერ დაიგეგმა

25 მარტს „შაბათის ფორმულამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალურ შევიწროებას ასახავს.

ანანია გაჩეჩილაძის თქმით, შეხვედრა კვირის ბოლოს არის ჩანიშნული.

„მე მივმართე შაბათს შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს, ხოლო ორშაბათს დღის მეორე ნახევარში დამიკავშირდნენ თბილისიდან პოლიციის ერთ-ერთი სტრუქტურიდან, მთხოვეს შეხვედრა და წარდგენა იმ ჩანაწერის, რომელიც გასაჯაროვდა ტელევიზიის მეშვეობით.

შეხვედრა კვირის ბოლოს გვაქვს ჩანიშნული და გამოვცხადდები რა თქმა უნდა ჩემს უფლებადამცველთან ერთად, საინტერესოა, რა ტიპის შინაარსის დიალოგი შედგება ჩემსა და პოლიციას შორის. პრინციპში ეს იყო გამოხმაურება ზუსტად იმაზე, რაც მე მივწერე ელექტრონული ფოსტით გავუგზავნე შემდეგი შინაარსის წერილი, რომ მე მოქალაქე ანი გაჩეჩილაძე ვიყავი დაინტერესებული ამ ჩანაწერის გამოძიებით ასე, რომ ვქნათ გამოკვლევით და მივაწოდე ინფორმაცია, რომ მაქვს ასეთი ტიპის ჩანაწერი გაკეთებული რამდენიმე წლის წინ.

იმავე დღეს ორშაბათს გამოხმაურება იყო სახალხო დამცველის აპარატიდან და მათაც მთხოვეს, ჩანაწერის წარდგენა. მე მაქვს მოლოდინი, რომ ამ ჩანაწერს ერთად მოვუსმენთ და გავაანალიზებთ იმ სტანდარტებით, რაც არის კანონში, რაც არის სამართლიანიც, სამართლებრივიც და უფრო ღრმად შევალთ იმ დეტალებშიც“. – განაცხადა ანანია გაჩეჩილაძემ.

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა „პოს ტვ“-ის დამფუძნებელს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს – რას ამბობს შალვა რამიშვილი

„ადვოკატი სავარაუდოდ, ხვალ უკვე მეყოლება“ – გვანცა ბუღადაშვილი, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს 

„სოლიდარობა თათია სამხარაძეს – ივანიშვილის რუსული მთავრობა ყველას მიადგება“ – „გირჩი – მეტი თავისუფლება“ 

„გური, ერთხელ კი არა, ორჯერ მოვუგე, შიგ „ქართული ოცნების“ სასამართლოში ეგ არაა დამნდობი კაცი… არც შენ დაგინდობს იცოდე“ – თათია სამხარაძე 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები