LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენ ხარ უსინდისო! გჯერა, რომ დმანისში საკუთარი აქტივისტები ჩვენ დავჭერით? – მელია კობახიძეს

112
1

„გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტები?! გჯერა?! შენ ხარ უსინდისო!” ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის ოფისთან დაპირისპირების დროს.

ვიდეო: „შე უნამუსო“ – “იუნტელექტო და ბინძური კაცია” – ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

მელიამ კობახიძეს უთხრა, რომ მმართველი პარტია შესაბამის პასუხს 2 ოქტომბერს მიიღებს:

“გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტები?! გჯერა?! შენ ხარ უსინდისო! 2 ოქტომბერს შესაბამის პასუხს მიიღებ, ბიძინა ივანიშვილის მონა, უნამუსო!” – თქვა მელიამ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა. ნიკა მელია ევროკავშირის ოფისთან მაშინ მივიდა, როდესაც შეხვედრიდან გამოსული კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ისევე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ.

ფოტო: IPN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g