LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შესაძლებელია, განვითარდეს კომაც“ – ჯიშკარიანი სააკაშვილზე

132
დწდწდწ

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და პროგნოზულად მოსალოდნელია დამძიმება , – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

როგორც ჯიშკარიანმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება სწრაფად იყოს მიღებული.

„ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაშია ასახულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და პროგნოზულად მოსალოდნელია დამძიმება. შესაძლებელია, განვითარდეს კომაც და ლეტალური გამოსავალიც. შესაბამისად, აუცილებელია სწრაფად იყოს მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან, დღითი დღე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და არავის აქვს უფლება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შეუწყოს ხელი“, – განაცხადა ტელეკომპანია „მთავართან“ მარიამ ჯიშკარიანმა.

მიხეილ სააკაშვილი უილიამ ბრაუდერს: მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკი, მაგრამ უფრო ცხადად და საჯაროდ – დაეხმარეთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს ახალი „მაგნიტსკის სიის“ შედგენაში

„არ დაკარგოთ იმედი…“ – რა წერილი მისწერა „ოკეან ელზის“ სოლისტმა მიხეილ სააკაშვილს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები