LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შესანიშნავი ელენე ჩემი კარგი ნაცნობის შვილია, ნინოს ეყო ძალა და წერს: იმ გოგოსთვის ილოცეთ, ელენეს მე მივხედავო… დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი, მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ ნინოს და სხვებსაც, ვისაც ახლა შვილი მოუკვდა“ – გიორგი კეკელიძე

390
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმაურება კახეთში, ავარიის დროს გარდაცვლილი ელენე მეგრელიშვილის დედის მიმართვას, რომლითაც ნინო ერემაშვილი მოქალაქეებს ავარიის დროს დაშავებული ანა ქართლელიშვილისთვის ლოცვას სთხოვს.

„ჩემ ბრდღვიალა მზე გოგოს მე მივხედავ… ყველას გთხოვთ, ილოცეთ და დაეხმარეთ ელენეს მეგობრის გადარჩენაში“ – გურჯაანში ავარიის დროს დაღუპული ელენეს დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„ის შესანიშნავი გოგო, ელენე, ავარიას რომ ემსხვერპლა, ჩემი კარგი ნაცნობის, ნინო ერემაშვილის შვილია. მეორე გოგო სიცოცხლისთვის იბრძვის. ნინოს ეყო ძალა და წერს: იმ გოგოსთვის ილოცეთ, ელენეს მე მივხედავო. და ცხადია, რომ ანასთვის უნდა ვილოცოთ ყველამ. მაგრამ ყველაზე ძლიერი ნინოს ლოცვა რომ იქნება – ეგეც ვიცი.

ადრეც მითქვამს ეს – მე თვი­თონ შვილმკვდა­რი ოჯა­ხი­დან ვარ და არ­ცერ­თი მხრი­დან არ არის უცხო სიკ­ვდი­ლი ჩემ­თვის. ამი­ტო­მაც, ფიქ­რი და დაკ­ვირ­ვე­ბა სულ მის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებს. ზუს­ტად ვიცი: შვილმკვდა­რი დე­დე­ბი ვე­რას­დროს იყუ­რე­ბი­ან მაღ­ლა. მე­ტიც – მათ პირ­და­პირ მზე­რაც კი უჭირთ. ვე­რას­დროს გახ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ან­ზე მეტი. ვე­რას­დროს მი­ი­ღებს, რომ სიკ­ვდი­ლი ერთი ბა­ნა­ლუ­რი აქ­ტია და ადრე თუ გვი­ან ყვე­ლას დაგ­ვას­რუ­ლებს ან იმას, რომ „ღმერ­თს თა­ვის­თვის მხო­ლოდ კარ­გე­ბი უნდა“.

შე­იძ­ლე­ბა მერე, მერე, წლე­ბის მერე ეს მცი­რე საყ­რდე­ნა­დაც იქ­ცეს, მაგ­რამ არა ახლა და ამ­წამს. დედა ამ ჭირ­თან ისე მარ­ტოა, რო­გორც თვი­თონ სიკ­ვდილ­თან ადა­მი­ა­ნი. მე მხო­ლოდ ძა­ლას ვუ­სურ­ვებ ნინოს და სხვებ­საც, ვი­საც ახლა შვი­ლი მო­უკ­ვდა და მათ შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცით. იმ გა­მო­უც­ნობ ძა­ლას, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლე­ში აჯი­უ­ტებს ადა­მი­ანს, სხვა დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლე­ე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. იმ ძა­ლას, ბე­ბი­ა­ჩე­მის თვა­ლებ­ში რომ ვხე­დავ­დი, თუმ­ცა არას­დროს მი­ნა­ხავს მისი თვა­ლე­ბი, რად­გან სულ დახ­რი­ლი ჰქონ­და“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ის შესანიშნავი გოგო, ელენე, ავარიას რომ ემსხვერპლა, ჩემი კარგი ნაცნობის, ნინო ერემაშვილის შვილია. მეორე გოგო…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on სამშაბათი, 15 ოქტომბერი, 2024

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­ში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერ­თმა­ნეთს საპირისპირო მიმართულებით მოძ­რა­ვი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, რა დროსაც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ელენე მეგრელიშვილი. მძიმედ დაშავდა სამი ადა­მი­ა­ნი, მათ შორის არის ანა ქართლელიშვილი.

„რატომ არ გაჩერდა სამყარო, ელენე, როცა ეს თვალები დახუჭე… რა საზიზღარი უსამართლობაა ეს!“ – მწერალი ქეთი ელიეშვილი ელენე მეგრელიშვილს ემოციურ სტატუსს უძღვნის

ნიკა გვარამია: „დღეს ჩვენთვის უმძიმესი დღეა… გემშვიდობებით ჩვენო ნათელო და კეთილო ელენე“

„გვაქვს უმძიმესი დღეები, დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე, გვიჭირს დაჯერება და გააზრება, რომ ანა ამ წუთებში, სიცოცხლისთვის იბრძვის“ – ნიკა მელია

გიგა მაქარაშვილი: „ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე… ან დედაშენს რა ვუთხრა, ან მამას რა სიტყვა დავახვედრო? არც ის ვიცი, უშენოდ როგორ გაგრძელდება“

კახეთში ავარიას კოალიცია „ცვლილებებისთვის“ შტაბის წევრი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g