LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეყვარებული გოგო“ ფანებს ვიქტორია ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის სკანდალს ახსენებს – ახალი სერიალი რეკორდებს ხსნის

189
ახალი სერიალი რეკორდებს ხსნის - „შეყვარებული გოგო“ ფანებს ვიქტორია ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის სკანდალს ახსენებს

Amazon Prime-ის ახალი ფსიქოლოგიური ტრილერი „შეყვარებული გოგო“ რეკორდებს ხნის და უკვე წლის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად პროექტად იქცა. სერიალის რეიტინგს მნიშვნელოვნად ზრდის ის ფაქტი, რომ მისი სიუჟეტი საოცრად ჰგავს ვიქტორია ბექჰემისა და მისი რძლის, ნიკოლა პელტცის, ხმაურიან დაპირისპირებას.

თუმცა, როგორც თავად სცენარისტი აღნიშნავს: „ნებისმიერი მსგავსება მხოლოდ დამთხვევაა“.

სერიალი მიშელ ფრენსისის ბესტსელერის ეკრანიზაციაა. რეჟისორად და მთავარ როლში ვიხილავთ რობინ რაიტს, რომელიც მაკონტროლებელი დედის, ლაურას პერსონაჟს განასახიერებს.

სიუჟეტის მიხედვით, ლაურა გალერეის მფლობელი და წარმატებული ქალი, თითქოს იდეალურ ცხოვრებას ეწევა, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა მისი შვილი, დენიელი ახალ შეყვარებულს, ჩერის ოჯახში მიიყვანს. დედა თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებს გოგონას, და პატარა დეტალებიდან იწყება დაძაბულობა, რომელიც მალე სახიფათო ფსიქოლოგიურ თამაშად იქცევა. სერიალი მაყურებელს მუდმივად უტოვებს კითხვას, ვინ ამბობს სიმართლეს და ვინ მალავს საკუთარ სახეს.

„მათი მეგობრების წრე კვირიდან კვირამდე მცირდება“ – სელენა გომესმა ნიკოლა პელტცთან ურთიერთობა გაწყვიტა – ცნობილია მიზეზი

„ვიქტორია განადგურებულია და სასოწარკვეთილი ულაიქებს პოსტებს, დევიდისთვის კი განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან…“ – ოჯახთან დაახლოებული პირი ბექჰემების დრამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები