LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცმა Samsung-ს 8474 სმარტფონი მოპარა

54

2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე Samsung-ის შტაბ-ბინიდან 8474 ერთეული სმარტფონი გაქრა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამ ყველაფრის სათავეში კომპანიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომელი, გვარად ლი იდგა, რომელიც სამსახურში სპეციალური ეტლით გადაადგილდებოდა.

მოპარული დევაისები Samsung-ის თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი. კორეულმა პოლიციამ ბოროტმოქმედი უკვე დააკავა, რომელმაც აღიარა, რომ მოპარულ სმარტფონებს სპეციალურ მაღაზიაში აბარებდა და ისინი სრულად გაყიდულია.

სამართალდამცავების ცნობით, ჯამში მამაკაცმა კომპანიას 714 ათასი დოლარის ზარალი მიაყენა. ცნობილი გახდა ისიც, რომ ქურდობა მას იმის გამო უადვილდებოდა, რომ თავისი მდგომარეობსი გამო მეტალომაძიებლის გავლა არ უწევდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები