LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიშველი ბიჭუნა Nirvana-ს ალბომის ყდიდან 30 წლის შემდეგ ჯგუფს უჩივის

900
page

30 წლის სპენსერ ელდენი, რომლის 4 თვის ასაკში გადაღებული ფოტოც ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Nirvana-ს ალბომის, Nevermind გარეკანზეა გამოსახული, 30 წლის შემდეგ ჯგუფს სასამართლოში უჩივის.

ელდენმა საჩივარი კოლექტივის ყოფილი წევრების: დეივ გროლის, კრის ნოვოსელიჩის, კურტ კობეინის წარმომადგენლების, ხმის ჩამწერი სტუდიებისა და ფოტოგრაფ კირკ უედლის წინააღმდეგ უკვე შეიტანა.

ის მათ ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი მასალის გავრცელებასა და კომერციული მიზნით გამოყენებაში, ასევე, ბავშვის სექსუალურ ექსპლუატაციაში ადანაშაულებს.

ელდენი მორალური კომპენსაციისთვის თითოეულისგან 150,000 აშშ დოლარს ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები