საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მეუღლემ, 72 წლის ბრიჯიტ მაკრონმა აღმოაჩინა, რომ საგადასახადო საიტზე მამაკაცის სახელით იყო დარეგისტრირებული. ის შოკში ჩავარდა, როცა დაინახა, რომ ვებ-გვერდზე მისი პროფილი ჟან-მიშელად იყო გაფორმებული.
ამის შესახებ პირველ ლედის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტრისტან ბომემ განაცხადა. მისი თქმით, ბრიჯიტმა ეს შეცდომა „პირად კაბინეტში“ შესვლისას შენიშნა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ საქმე ტექნიკურ ხარვეზთან არ ჰქონდა, მონაცემების შეცვლა გარე ჩარევის შედეგი იყო.
ბრიჯიტ მაკრონმა საჩივარი უკვე შეიტანა, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო. უკვე იდენტიფიცირებულია ორი პირი, რომელიც სავარაუდოდ მონაცემების გაყალბებაში მონაწილეობდა.
სოციალურ ქსელებში დიდი ხანია ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ ბრიჯიტ მაკრონი თითქოს მამაკაცად დაიბადა. ამ თეორიის გავრცელებაში დიდი როლი ითამაშეს თვითგამოცხადებულმა მედიუმმა, ამანდინ რუამ და „დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა“ ნატაშა რეიმ, რომლებმაც ღიად დაადანაშაულეს პირველი ლედი „სახელმწიფო დონეზე განხორციელებულ აფიორაში“.
