LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოვში, ვერტმფრენებმა სამუშაოები დილამდე შეაჩერეს – სამაშველო ღონისძიებებს ცოცხალი ძალა აგრძელებს

307
1691087722-362663815_676499241185098_8670275686801546883_n

შოვში, სტიქიის ზონაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენებმა სამუშაოები დილამდე შეაჩერეს.

როგორც „ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ღამით ვერტმფრენების მოძრაობა ცუდი ხილვადობის გამო შეუძლებელია.

უწყების ცნობით, ცოცხალი ძალის მიერ სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

შოვში მეწყერს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

ონის მერია სტიქიისა და სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას ავრცელებს

„მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი, ღამეს ვერ გადაიტანენ…ძალიან გთხოვთ რამე ქენით, გამოგზავნეთ ერთი ვერტმფრენი მაინც” – ახალგაზრდა მამაკაცი დახმარებას ითხოვს

შოვშვი მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს – შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან 40-მდე ადამიანი გამოიყვანეს

ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. კურორტ შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც ადამიანები მოიყოლა.

ამავე თემაზე:

შოვში მეწყერი ჩამოწვა 

შოვში სტიქიის ზონიდან 12 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვია

ვიდეო: შოვში მეწყერში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს

ვიდეო: „წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, 2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხჩობით“ 

„ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას“ – მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g