LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრი-ლანკაში მაიმუნებისთვის „ციხის“ აშენებას აპირებენ

106
ქირიას NEWS შაბლონი (1)

შრი-ლანკის მატალეს ოლქის ხელისუფლებამ მაიმუნებისა და ადამიანების კონფლიქტის მოსაგვარებლად სპეციალური იზოლაციის ცენტრის შექმნა გადაწყვიტა. ამის შესახებ გამოცემა The Morning იუწყება.

ინიციატივა ითვალისწინებს დაახლოებით 60 ჰექტარზე ე.წ. „მაიმუნების ციხის“ მოწყობას კალუ განგას წყალსაცავის მიმდებარედ. პროექტის მიხედვით, ქალაქებიდან პრობლემურ მაიმუნებს სწორედ ამ ტერიტორიაზე გადაიყვანენ. თუმცა ველური ბუნების დაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ იდეა ადგილობრივი ადმინისტრაციისგან მოდის და არა პროფილური უწყებისგან. გარდა ამისა, პროექტის დაფინანსება ბიუჯეტში ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის.

დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა რანჯან მარასინგჰემ აღნიშნა, რომ ქვეყანას მსგავსი გამოცდილება არ გააჩნია. მისი თქმით, ერთი ჯგუფის გადაყვანამ შესაძლოა სხვა ჯგუფის გამოჩენა გამოიწვიოს, თუ ძირითადი პრობლემები – ნარჩენების მართვა და მაკაკების ბუნებრივი ჰაბიტატის დაცვა, მოუგვარებელი დარჩება.

გეგმა ეკოლოგებმა და პრიმატოლოგებმა მკაცრად გააკრიტიკეს. მათი შეფასებით, ველური მაკაკების ტყვეობაში მოთავსება, მათი სოციალური იერარქიის გათვალისწინების გარეშე, კონფლიქტებს, აგრესიასა და სიკვდილიანობას გამოიწვევს. ზოგიერთმა სპეციალისტმა პროექტი „სიკვდილის ბანაკებსაც“ კი შეადარა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქალაქებში მაიმუნების პრობლემური ქცევის მთავარი მიზეზი ადამიანების მხრიდან მათი გამოკვებაა – განსაკუთრებით ტაძრებსა და ტურისტულ ზონებში. ამას ემატება ტყეების გაჩეხვა, რაც ცხოველებს ბუნებრივ გარემოს ართმევს. მათი აზრით, გრძელვადიანი და ეფექტური გამოსავალი მხოლოდ ადამიანის ქცევის შეცვლა და მაკაკების ჰაბიტატის დაცვა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები