LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 31%-ით შემცირდა

75
297143689_370355115248315_3807643744561879808_n

შრომის უსაფრთხოების კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, 31%-ით შემცირდა სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა. ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

მისი განმარტებით, ეს სტატისტიკა არის გატარებული ღონისძიებების ეფექტურობის მთავარი საზომი.

უწყების ინფორმაციით, ანგარიშში ასევე დეტალურად არის ასახული ის ძირითადი დარღვევები, რაც 2021 წლის განმავლობაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გამოვლინდა.

შრომის ინსპექციის სამსახურმა, უსაფრთხოების მიმართულებით, 2021 წელს ჩაატარა 1074 ინსპექტირება – 446 ობიექტზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები